29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
ჩვენი მოთხოვნა ძალაში დარჩება, რომ დროის გაწელვას ადგილი არ ჰქონდეს - ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი შსს-ში ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას გაეცნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მასალებს, კონკრეტულად ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას გაეცნენ.

გარდა ამისა, ოჯახი ასევე საქმეში არსებულ ახალ ჩვენებებსაც გაეცნო.

"საინტერესო ჩვენებებია, ძალიან ბევრ რაღაცაზე ბევრი კითხვა გამოჩნდა. ჩვენ პოზიციას და მოთხოვნებს ყოველთვის დავაფიქსირებთ. ჩვენი მოთხოვნა ძალაში დარჩება, რომ დროის გაწელვას და გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონდეს. ეს საქმე ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს გამოძიებული და ჩვენი ეჭვების გაბათილება უნდა მოხდეს. ძალიან ობიექტური და დაჩქარებული ტემპით უნდა განხორციელდეს," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები