საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავს გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, საქართველოში მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წარსულიდან გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული, რასაც შემდგომში უკვე უკრაინის წინააღმდეგ მოჰყვა აგრესია.
ლინკევიჩუსმა საკუთარ განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.