29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტი, 1-ის წყარო ჯერჯერობით უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტი, 1 შემთხვევის წყაროს და კონტაქტების დადგენა კი გრძელდება.

მარინა ეზუგბაიას თქმით, აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალ შემთხვევებზე მეტია და შესაბამისად გამოჯანმრთელების პროცენტულმა მაჩვენებელმაც მოიმატა და 82% შეადგინა.

ინფექციურ საავადმყოფოში ახალი პაციენტი არ მიუღიათ და ამ ეტაპზე 32 პაციენტია, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქად ფასდება.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1213-ია.

7-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც და ამ დროისთვის 994-ია.

დღის ამბები