კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე-ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ტესტირება 96-ს პირს ჩაუტარდა, შედეგების მიხედვით, კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა.
ამ ეტაპზე, გუდაუთის ჰოსპიტალში 40 ინფიცირებულს მკურნალობენ.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციის 114- შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი პაციენტი გარდაიცვალა.