29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
სახელმწიფო იძულებულია ერთი თავხედი კომპანიის ქმედების გამო ეს ერთჯერადი დახმარებები გასცეს - კოტე ერისთავი "ფრონტერაზე"

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი გამოეხმაურა ინიციატივას, რომ სახელმწიფო კომპანია "ფრონტერასგან" დაზარალებულ პირებს ერთჯერადად 1200 ლარით დაეხმარება. მისი თქმით, სახელმწიფო იძულებულია ამ ადამიანებს დაეხმაროს, რადგან ეს ადამიანები 17 თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილნი.

"17 თვეა ადამიანები ვერ იღებენ შემოსავალს, ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა ამ გარემოებას, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და კოვიდის დროსაც ასიათასობით ადამიანია დარჩენილი შემოსავლის გარეშე და ელოდება სახელმწიფოსგან დახმარებას. სახელმწიფო იძულებულია ერთი თავხედი კომპანიის ქმედების გამო ეს ერთჯერადი დახმარებები გასცეს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. თავიდან ბოლომდე უნდა მიეცეთ ამ ადამიანებს ხელფასი, რომელიც ეკუთვნით და რომლის გაცემის ვალდებულებაც ამ კომპანიას აქვს და უნდა რცხვენოდეთ იმ პოლიტიკოსებს და ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც თავგამოდებით იცავენ ამ კომპანიას,"-განაცხადა კოტე ერისთავმა.

შეგახსენებთ, რომ "ფრონტერას" მიერ გათავისუფლებულ, 84 თანამშრომელს სახელმწიფო ერთჯერადად 1 200 ლარით დაეხმარება. განცხადება დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ "ფრონტერას" წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგო, ხელისუფლება კომპანიის მიმართ კეთილ ნებას მაინც იჩენს.
"ფრონტერას" ასამდე თანამშრომლის 17 თვიანი დავალიანება აქვს. ისინი კომპანიამ სამსახურიდან გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა.

დღის ამბები