29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"ფრონტერას" მიერ გათავისუფლებულ 84 თანამშრომელს სახელმწიფო ერთჯერადად 1 200 ლარით დაეხმარება - ნათია თურნავა

"ფრონტერას" მიერ გათავისუფლებულ 84 თანამშრომელს სახელმწიფო ერთჯერადად 1,200 ლარით დაეხმარება. განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა.

ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ "ფრონტერას" წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგო, მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება, არ მოშალოს კომპანიასთან ხელშეკრულება და მისცეს საშუალება, გააგრძელოს მოპოვებითი სამუშაოები სალიცენზიო არეალის ფარგლებში. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, დავეხმაროთ კომპანია "ფრონტერას" მიერ გათავისუფლებულ 84 ადამიანს, რომლის მიმართ, დღეის მდგომარეობით, კომპანიას დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება და ერთჯერადი დახმარების სახით "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" თითოეულ მათგანს 1,200 ლარის ოდენობის თანხით დაეხმარება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დღის ამბები