29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ინტრიგა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება - ნიკა მელია სააკაშვილის პრემიერობაზე

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს პოლიტიკური საბჭოს ფორმატში შეიკრიბა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში სამომავლო გეგმებზე და მომავალ არჩევნებზე იმსჯელეს, საუბარი სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობასაც შეეხო.

პოლიტიკურ საბჭოზე განხილულ საკითხებზე საჯაროდ საუბარი ჯერჯერობით არ სურს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს და ამას წინასაარჩევნო კამპანიის ინტერესებით ხსნის. კითხვაზე, განიხილეს თუ არა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის საკითხი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტრიგა არ იქნება.

"კამპანიის მოსაზრებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ ვთვლი, რომ დღეს ვისაუბრო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ. აზრთა სხვადასხვაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით არის. თქვენ ეძებთ ინტრიგას და ინტრიგა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები