29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
მოქალაქეს უნდა ავუხსნათ არა მარტო ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩრდილოვანი კაბინეტი - გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს პოლიტიკური საბჭოს ფორმატში შეიკრიბა. სხდომა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საუბრის მთავარი თემა მოახლოებული არჩევნები და ყოფილი სახელისუფლებო გუნდის გეგმები იყო. მათ შორის განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის საკითხიც.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებისთვის მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ქონდეთ არა მარტო პრემიერ მინისტრობის კანდიდატზე, არამედ ჩრდილოვან კაბინეტზეც.

"როდესად გაერთიანებული ოპოზიცია, არა მარტო "ნაციონალური მოძრაობა", ხაზს ვუსვამ გაერთიანებული ოპოზიცია გავა არჩევნებზე, ჩვენ მოქალაქეს უნდა ავუხსნათ არამარტო ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ უნდა ვუთხრათ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩრდილოვანი კაბინეტი,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი დღეს არ ყოფილა.

დღის ამბები