29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობას 6 თვის ვადით საბერძნეთს გადააბარებს

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ასევე განიხილეს ასამბლეის გასული წლის საბიუჯეტო საკითხები.

"საქართველო ხელმძღვანელობდა 1 წლის განმავლობაში ამ ასამბლეის საქმიანობას, შევაჯამეთ ის შედეგები, რაც გვქონდა. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. რასაკვირველია, საქართველოს აქვს საერთაშორისო აღიარება და მხარდაჭერა, გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენ, როგორც ქვეყანამ ეფექტურად შევძელით საჭირო ზომების მიღება და რისკების კონტროლი, ვირუსის გავრცელების შეკავება,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გენერალური ასამბლეა მუშაობას პლენარული სესიის ფორმატში აგრძელებს, რომლის დასრულების დროს საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობას მომდევნო 6 თვის ვადით საბერძნეთს გადააბარებს.

დღის ამბები