29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის 33 დაკავებული მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს მინსკში იწვევს

ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის 33 დაკავებული მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს მინსკში იწვევს.

ალექსანდ ლუკაშენკოს თქმით, დაკავებულებზე, გადაწყვეტილების მიღება პოლიტიზების გარეშე უნდა მოხდეს. მხარეებმა კი ბელარუსისა და საერთაშორისო კანონმდებლობითა უნდა იხელმძღვანელონ.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს ბელარუს კოლეგას ვაგნერის მებრძოლების გადაცემა ითხოვა.

მინსკში დააკვებული 33 რუსეთის მოქალაქე დონბაში ოფიციალური კიევის წინააღმდეგ იბრძოდა. ბელარუსის დედაქალაქში რუსეთის მოქალაქეები ერთი კვირის წინ დააკავეს.

ბელარუსი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დაკავებულები კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" წევრები არიან, რომლებიც ბელარუსში წინასაარჩევნოდ დესტაბილზიაციის მოსაწყობად ჩავიდნენ.

დღის ამბები