29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ანანურში ავარიამ 2 ადამიანი იმსხვერპლა - დაღუპულია მძღოლი და სავაჭრო ჯიხურში მომუშავე ქალი

ანანურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მარჯვენა მხარეს გადავიდა, სავაჭრო ობიექტებს დაეჯახა და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სატვირთო ავტომობილის მძღოლი და სავაჭრო ობიექტში დასაქმებული ქალი.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადგილზე, ქალი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები