29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შიმშილობის დაწყებას აღარ აპირებს - მათ გენერალური პროკურატურა უკვე დატოვეს

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურა დატოვეს. ისინი გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე, ოჯახი შიმშილობას აღარ აპირებს და გამოძიების მსვლელობას მიადევნებს თვალს. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ცნობისთვის, შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა. 

აღსანიშნავია, რომ  გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის მშობლებმა განცხადება გააკეთეს, რომ ოჯახი თვითმკვლელობის სავარაუდო ვერსიას არ ენდობა.

დღის ამბები