29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ეს არის პირდაპირი მოსყიდვა ამომრჩევლის, ჩვენივე ფულით - რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, "ნაციონალური მოძრაობაში" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოწყიდვად აფასებენ.

"ეს არის პირდაპირი მოსყიდვა ამომრჩევლისა ჩვენივე ფულით. 5 მილიარდი ლარი ავიღეთ ვალად და ხალხის მიერ გადასახდელი ფულით, მანიპულაციას ეწევა საქართველოს ხელისუფლება. რატომ არ გასცა ეს ფული, როდესაც პანდემიისას, კარანტინში გამოკეტილი ადამიანები იყვნენ შიმშილის პირას, რატომ გაახსენდათ ხალხი ახლა, წინასაარჩევნოდ?! ჩვენ მოვითხოვდით, რომ ყოველგვარი საბუთების გარეშე გაცემულიყო, ყველა თვითდასაქმებულზე დახმარება. ახლაც არ არის სრულყოფილად, ახლაც ნაწილობრივ აკეთბენ ამას, მაგრამ იმ 400 მილიონის ფარგლებში, რომელიც გადამალეს და ფაქტობრივად წინასაარჩევნოდ აპირებენ მის გამოყენებას,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. ამასთან მთავრობის მიერ გამართულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ზამთარში, 4 თვის განმავლობაში, მთავრობა საზოგადოებას კომუნალური გადასახადებს აუნაზღაურებს. 

 

დღის ამბები