29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ბეირუთში აფეთქების შემდეგ ჰაერი მომწამვლელი გახდა

ბეირუთის პორტში მომხდარმა აფეთქებამ და ხანძარმა ჰაერში გაზებისა და ნაწილაკების გაფრქვევა გამოიწვია. მავნე ნივთიერებებმა, შესაძლოა, საფრთხე განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცებისთვის ჯანმრთელობას შეუქმნას.

ორგანიზაცია Green Peace-ის წარმომადგენლები მოსახლეობას თავის დასაცავად რესპირატორული ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ.

კატასტროფის ზონაში ლიბანელების დასახმარებლად უკვე ჩავიდნენ სამაშველო ჯგუფები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. ბეირუთში გაემგზავრა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ლიბანელებს სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთში და სიმბოლურად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს. ადგილზე ლიბანური დროშებითა და სანთლებით მისულმა მოქალაქეებმა ბეირუთში გარდაცვლილებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

დიდმა ბრიტანეთმა ლიბანს დახმარების სახით 7 მილიონი დოლარი გაუგზანა.

აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. დაშავებულია 5 ათასამდე პირი. დაკარგულად ითვლება ასობით ადგილობრივი. მედიის ინფორმაციით, აფეთქების გამო 300 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

"ბიბისის" ინფორმაციით ბეირუთის აფეთქება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არაბირთვული აფეთქება იყო მსოფლიოში.

ამავე თემაზე
დღის ამბები