29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
150-მდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო სწავლის საფასურს დაუფინანსებს

"ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 ქულამდე, მიიღებს სახელწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის 2020-2021 სასწავლო წლის სრულ ანაზღაურებას," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი

"ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელწიფო დაუკომპენსირებს, მაგრამ უკვე ერთი წლის 2020-2021 წლის სწავლის საფასურს და ეს გახლავთ 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი," - განაცხადა გიორგი გახარიამ

დღის ამბები