29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება

მთავრობის მიერ გამართულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ზამთარში,  4 თვის განმავლობაში, მთავრობა საზოგადოებას კომუნალური გადასახადებს აუნაზღაურებს. 

"მესამე ეტაპი გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რადგან ვხედავთ რომ ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება. იმისათვის რომ საზოგადოების ოჯახის წევრების შემოსავლის კლება არ დაფიქსირდეს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ეს იქნება: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. კომუნალური ანაზღაურება მოხდება იმ პრინციპით, რაც პანდემიის პერიოდში იყო,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.  

 

დღის ამბები