135-მდე გაიზარდა ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულია 5 ათასამდე პირი, დაკარგულად ითვლება ასობით ადგილობრივი.
მედიის ინფორმაციით, აფეთქების გამო 300 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობის აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ქვეყანაში მსხვერპლის რიცხვის ზრდას კიდევ ვარაუდობენ.