29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
დავით ზალკალიანი 8 სახელმწიფოს გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ გავრცელებული განცხადების გამო მადლობას უხდის

დავით ზალკალიანი 8 სახელმწიფოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, ნორვეგიასა და ირლანდიას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხის განხილვისა და რუსეთისთვის ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდებისთვის მადლობას უხდის.

"მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგობრებს - ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს, ნორვეგიასა და ირლანდიას, გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების საკითხის განხილვისთვის,"- წერს დავით ზალკალიანი. 

დღის ამბები