29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების საფუძველი არ არსებობს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების საფუძველი არ არსებობს. ინფექციონისტები მოსახლეობას კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებენ. 

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაიზარდა შემთხვევების ჯამური რაოდენობა. მთავარი მაინც ის არის, რომ მივყვეთ დადგენილ რეკომენდაციებს. მთავარი რეკომენდაციები არის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები, ამასთან, მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქემ, ვისაც სიმპტომები აღენიშნება, დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებს,"- ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

"თუნდაც 15 შემთხვევა, არანაირ კატასტროფაზე არ მიუთითებს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ყველაზე მეტი - აჭარის რეგიონში გამოვლინდა.

კოვიდპაციენტებს შორის არის კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი.

დღის ამბები