29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დასრულებამდე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბრალდებული დირექტორისა და კიდევ ერთი თანამშრომლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა დაკავებული მედპერსონალის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. 

დაზარალებული ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დასრულებამდე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. 

"სისხლის სამართლის საქმეში ჩვენ დაზარალებული მხარეს არ წარმოვადგენთ. სასამართლოზე შუამდგომლობით პროკურატურა შედის.  აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივად ამ საქმეზე რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენების საშუალება. ბატონი მირზა, პაციენტის მამა ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ვინაიდან 20 თვის განმავლობაში ადამიანი ეძებს ნუგეშს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობა შეიცვალოს. რეგულირების სააგენტოდან მოპოვებული მტკიცებულებით, საერთოდ არ ჰქონდათ ამ ექიმებს საქმიანობის ლიცენზია. დაცვის მხარის სტრატეგია როგორი იქნება მათი საქმეა. ექსპერტიზები დანიშნულია, გაცნობილი ვარ სისხლის სამართლის საქმეს და მტკიცებულება, რომ ამ ხალხს, ლიცენზია და სერთიფიკატი არ ჰქონდათ, ფაქტია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაძლებელია დამატებითაც აღმოჩნდეს ვინმე საბრალდებო სკამზე,"-განაცხადა "დღის კურიერში"  ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დღის ამბები