29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ჩვენ ვთხოვეთ ეუთო/ოდირის მისიას, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნოს - ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ეუთოს მისიას თხოვნით მიმართა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნოს.

"ჩვენი ამოცანაა, რომ იმ რეიტინგისა და "ქართული ოცნების" მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის პირობებში უზრუნველვყოთ მაქსიმალური გამჭვირვალობა, ვინაიდან დესტრუქციული და კრიმინალური ჯგუფები შეეცდებიან ძალიან ბინძური მეთოდებით პოლიტიკურად არაკორექტული, ბინძური კამპანია წარმართონ, რათა სცადონ მმართველი პარტიის, მისი რეიტინგის დისკრედიტაცია. ჩვენ ვთხოვეთ მისიას, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ყოფნა საქართველოში, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩამოსვლა არის მნიშვნელოვანი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები