29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის გამო მთვარობამ ქვეყანაში 2 კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

100-ზე მეტი დაღუპული და ათასობით დაშავებული - მასშტაბური აფეთქების შემდეგ ლიბანში 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ტრაგედიის გამო მთვარობამ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს კატასტროფა უწოდა და აღნიშნა, რომ მომხდარში დამნაშავე ყველა პირი დაისჯება.

ქვეყნის დედაქალაქის პორტთან ძლიერი აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით საღამოს 6-ს საათზე მოხდა, რასაც მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსზე. დაღუპულთა შორისაა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერიც. დაშავდნენ გაეროს წარმომადგენლებიც. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ აფეთქება 2 750-მა ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა. ძლიერი აფეთქების შედეგად დანგრეულია საავადმყოფოებიც, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებები დაშავებულ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

ზარალის შესამცირებლად მთავრობა 66 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარ აფეთქებასთან კავშირი აქვთ ლიბანის ექს-პრემიერ მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულ "ჰესბოლას" დაჯგუფების წევრებს. მათთვის ვერდიქტი მოსამართლემ პარასკევს უნდა გამოიტანოს.

მომხდარ ტრაგედიას არაერთი მსოფლიო ლიდერი გამოეხმაურა. ბეირუთს დახმარება შესთავაზა დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა, ავსტრალიამ და თურქეთმა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს.

ლიბანელ ხალხს "ტვიტერზე" მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია მოყოლილი.

დღის ამბები