29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ძალა ერთობაშია და არა - ტალახის სროლაში, "ნაციონალური მოძრაობა" მხარს დამიჭერს - გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე პასუხის გაცემას არ აპირებს და ამბობს რომ ტალახის სროლას იგივე მეთოდით არ უპასუხებს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი გარჩევებისადმი ინტერესი არც ამომრჩეველს აქვს:

"მე ტალახით სროლაზე ტალახის სროლით პასუხს არ ვაპირებ, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია და არა ტალახის სროლაში,  ხალხს აწუხებს შიმშილი და გაჭირვება და მთელი ჩემი კონცენტრაცია ჩემ გუნდთან ერთად არის იმაზე გადართული რომ დავდოთ ის პროექტები და ფორმულები, როგორ ვუშველით სიღარიბეს და გაჭირვებას და დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. ნულოვანია ინტერესი ამ აბსურდული საუბრების მიმართ. დამერწმუნეთ, ხალხი არის სხვაგან , მე მათთან ვარ, ყოველთვის ვესაუბრები და ჩვენ რაღაცა სხვაზე ვსაუბრობთ, როდესაც  ვსაუბრობთ რომ უნდობლობაა პოლიტიკოსების  მიმართ იმიტომ რომ არასდროს არაა კამათი და მსჯელობა რა არის გასაკეთებელი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოპოზიციურ ერთობას საფრთხე სწორედ ამ ერთობიდან მისმა გასვლამ შეუქმნა. ამასთან ვაშაძის თქმით, მან ზუსტად იცის გამარჯვების ფორმულა და აპირებს რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს:

"სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს გადაწყვეტილებაზე ქალბატონ თაკო ჩარკვიანთან ერთად, ჩვენი მთავარი გზავნილი არის რომ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობის სტრატეგიის რეალიზება ქვეყანაში, მეორე მე ერთგული ვარ რაღაც პარტიული და რაღაც საკითხების კი არა, მე ერთგული ვარ ხალხის და ზუსტად ვიცი სად არის  გამარჯვების ფორმულა. როცა განვაცხადე, რომ გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მაქვს ერთადერთი მიზანი, აღარ იყოს მშიერი ბავშვი ამ ქვეყანაში და აღარავის უწევდეს ნაგავსაყრელზე საკვების ძიება და ამას გავაკეთებთ"- აღნიშნა გიორგი ვაშაძე,

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი დარწმუნებულია რომ მომავალში კოალიციური მთავრობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას წარადგენს:

"კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება ჩემი კანდიდატურა და სადაც ვიხილავთ თუნდაც იმ პარტიებს, რომლებიც ახლა კრიტიკით გამოირჩევიან. კოალიციაში ვხედავ ყველა პროდასავლურ ძალას," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერაშიც:

"დიახ, დამიჭერს, მთავარია ხალხმა დამიჭიროს მხარი და შემდეგ უკვე ყველას მხარდაჭერა იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები