29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, თუმცა სკოლები მაინც გაიხსნა

პანდემიის მიუხედავად, გერმანიაში სკოლები გაიხსნა, მოსწავლეებს შედარებით მოკლე სასწავლო დღეები ექნებათ. სკოლებში შემცირდება საკლასო ოთახებში მოსწავლეების დასაშვები რაოდენობა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოსწავლეებს პირბადის ტარება საკლასო ოთახების გარეთ მოუწევთ.

პარალელურად, გერმანიის ექიმთა ასოციაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო და მოსახლეობას სიფრთხილსკენ მოუწოდებენ.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა პოლონეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19-ის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ექვსი ადამიანი კი გარდაიცვალა.

კოვიდ-19-ით ინფიცირების 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგში. ახალი შემთხვევებიდან 70 შიდა გადაცემის შედეგია.

დღის ამბები