შეერთებული შტატები და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობას აფართოებენ.
პოლონეთში როტაციული პრინციპით, დამატებით 1000 ამერიკელ სამხედროს გადაყვანა მოხდება. რის შემდეგაც პოლონეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 5 500 მიაღწევს.
მხარეებს შორის დადებული შეთანხმება პოლონეთში ნატოს ძალებს განამტკიცებს და რუსეთის შეკავების შესაძლებლობას გაზრდის.