29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია, ერთის წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია, ერთის წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს. 

"დღეს სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვიც სამით გაიზარდა. სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, მათგან ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე კი ეპიდკვლევა გრძელდება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

​კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით გაიზარდა და დღეისათვის უკვე 1,182-ს შეადგენს. 

გამოჯანმრთელდა ასევე 3 პაციენტი და საერთო ჯამში COVID-19 საქართველოში 962-მა პაციენტმა დაამარცხა. 

 

 

დღის ამბები