29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაინერგება შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში წარმატებით ფუნქციონირებს - ვაჟა სირაძე

როგორი უნდა იყოს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი - უწყების განვითარების კონცეფცია საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრა შესაბამისი პროექტის ფარგლებში შედგა, რომლიც 2020 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებაა.

UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს გადამზადების კურსებიც ჩაუტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეფასების ერთიანი სისტემა დაინერგება.

"საუბარი ეხებოდა ერთიანი მომსახურეობის ცენტრის კონცეფციას. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაინერგება შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში წარმატებით ფუნქციონირებს,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დღის ამბები