29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ფინალური მატჩის გამარჯვებული თბილისის "თბილისი" გახდა, რომელიც საბოლოო შეხვედრაში ბათუმის "ბათუმს" შეხვდა. მატჩი 6 ბურთიანი უპირატესობით დასრულდა.

არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, საქართველოს თასზე, 2018 წელს დაარსდა.

"აღნიშნულ თამაშებს აქვს დიდი მნიშვნელობა თითოეული ჩვენთაგანისთვის, რამდენად დიდია მონდომება თითოეული ვეტერანის, ჯარისკაცის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია," – აცხადებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ტურნირი გაგრძელდება და დიდხანს იარსებებს.

დღის ამბები