29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
4 დაკავებული ნარკორეალიზატორიდან ერთ-ერთის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ მომხმარებელია და დანაშაული არ ჩაუდენია

ნარკორეალიზაციის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკომომხმარებელია და მას დანაშაულია არ ჩაუდენია. 

"ამბობს, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული, ის არ არის რეალიზატორი და იგი არის უბრალოდ მომხმარებელი. კადრებში არსად ფიგურირებს, არ არის არაფერი ჩანაწერი. მე როგორც ვიცი, მხოლოდ სატელეფონო საუბრებია, მაგრამ ეს სატელეფონო საუბრები, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ვინ საუბრობს,"- აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი მარინა ჩიმაკაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 4 ნარკორალიზატორი დააკავა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა.

ნარკორეალიზატორების დასაკავებლად ოპერაცია ჩატარდა ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა. ამ შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერი საქმეს დართული აქვს, როგორც მტკიცებულება.

დღის ამბები