ლევან გორგაძემ ტოკიოში გამართული ივლისის ბაშო 10 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა, რაც ბოლო პერიოდში მისი საუკეთესო შედეგია.
32 წლის ტოჩინოშინმა 10 გამარჯვებამდე ასვლა შარშან მაისის სუპერტურნირის შემდეგ პირველად მოახერხა.
დასკვნითი ორთაბრძოლა ქართველმა სუმოისტმა აღმოსავლეთის მე-15-ე მაეგაშირა კოტო-შოჰოსთან ჩაატარა და მეტოქეს, რომელსაც კარიერაში პირველად ხვდებოდა, დამაჯერებლად აჯობა.