29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორის ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და 1179-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 959-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251.

დღის ამბები