ჟურნალისტის მკვლელობა მექსიკაში - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ონლაინ საინფორმაციო გამოცემის ჟურნალისტი პაბლო მორ-რუგარესი რესტორანში დაცვასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეაიარაღებულმა უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია, თუმცა მომხდარი, სავარაუდოდ, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ცნობილია, რომ მორ-რუგარესის მკვლელობა 2016 წელსაც სცადეს.
ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ინფორმაციით, წელს ეს მექსიკაში რეპორტიორის მკვლელობის მეოთხე შემთხვევაა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია საქმის დროულად გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.