29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
რა გახდა კონფლიქტის მიზეზი თოფაძეების სახლში - გოგი თოფაძის ინფორმაციით, მისულმა სტუმარ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც კონფლიქტი მოყვა

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი თოფაძეების სახლში - "კურიერმა" დეტალები გაარკვია. გოგი თოფაძის შვილიშვილს დანით 4 ჭრილობა, სავარაუდოდ ზურაბ ჟვანიას შვილმა მიაყენა.

პარლამენტის ყოფილი წევრის, გოგი თოფაძის შვილიშვილს დანა საკუთარ სახლში 4-ჯერ დაარტყეს. დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი, რომელიც ოჯახის ინფორმაციით, თავადაც დაჭრილია. ვერსიაზე არ საუბრობს დაკავებული ბუსა ჟვანიას ოჯახი.

რა მოხდა თოფაძეების სახლში - ვერსიას თავად ბიზნესმენი ავრცელებს. გოგი თოფაძე ამბობს, რომ მისი შვილიშვილი სახლში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათ სახლში მისთვის უცნობი პირი მივიდა და ერთ-ერთ სტუმარ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. 

"ერთ-ერთს, რომელიც იყო ამ სამი ბიჭიდან, ვიღაცამ დაურეკა. ჩავიდა ეზოში. შემდეგ შემოვიდა სხვა კაცი, უცნობი. ამასთან ერთად ზემოთ ამოვიდა. სტუმარ ქალზე იყო აღელვებული. ჩემმა შვილიშვილმა დააწყნარა, არ გინდაო. დანა დაარტყა რამდენჯერმე. პირველი ჩემი მეუღლე გავიდა. კინაღამ ჩემ ცოლსაც მოხვდა დანა. ვინ იყო მე არ ვიცი,"- აცხადებს ბიზნესმენი გოგი თოფაძე. 

დღის ამბები