29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 6 მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები გაიხსნება

შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებისთვის მაღალი ხარისხის სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, USAID-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში კენ უოლკერის კლინიკა გაიხსნა, სადაც პაციენტებს უმაღლესი დონის შედეგებზე ორიენტირებულ მკურნალობას შესთავაზებენ.

სარეაბილიტაციო მომსახურების გარდა USAID შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულიად ახალ მიდგომებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს.

საქართველოს მასშტაბით 6 მუნიციპალიტეტში  დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები გაიხსნება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შესაბამის დახმარებას სხვა სპეციალურად მომზადებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისგან მიიღებენ. მათ გადამზადებას "მაკლეინ საქართველო" უზრუნველყოფს.

კენ ვოლკერის კლინიკა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და კარგი მაგალითია, რომლის შედეგადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა.

კლინიკა წელიწადში 3,000 პაციენტს მოემსახურება. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო ცენტრი კავკასიის რეგიონში გამორჩეულია და ასეულობით ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

ავტორი: სალომე გოგინაშვილი

დღის ამბები