29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნები COVID-19-ის შემოტევას მეორედ ებრძვიან

კორონავირუსის შემთხვევებით კვირის განმავლობაში უკრაინა უკვე ზედიზედ მესამედ ამყარებს ანტირეკორდს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.

რთული ეპიდემილოგიური ვითარებაა საქართველოს სხვა მეზობელ სახელმწიფოებშიც. ერთ დღეში რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 6 ათასამდე, თურქეთში კი ათასამდე გაიზარდა.

პანდემიას ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატებიც. ქვეყანას "კოვიდ-19"-თან ერთად ტროპიკულ ქარიშხალთანაც უწევს გამკლავება. ბოლო ერთი თვეა ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 60 ათასს აჭარბებს.

პამდემიის მიუხედავად ზოგიერთი შტატის ადგილობრივმა მთვარობამ სწავლის პროცესი აღადგინა. ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ბანკში კორონავირუსი უკვე დაუდგინეს 260 ბავშვს. სკოლებში ინფექციის შემთხვევების მატების გამო პედაგოგები სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნების ნაცვლად სამსახურს ტოვებენ.

მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ ამერიკაშიც. ბრაზილიაში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 43 ათასით გაიზარდა. კოლუმბიაში კი ბოლო 24 საათში ვირუსით 10 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ინფიცირების შემთხვევების მატების გამო დიდ ბრიტანეთში შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაიდო. ზომები გაამკაცრეს ჩრდილოეთ ინგლისშიც. მთვარობის გადაწყვეტილებით, მანჩესტერის, ლანკაშირის და იორკშირის ნაწილებში სხვადასხვა ოჯახების წარმომადგენლებს დახურულ სივრცეში შეხვედრა აეკრძალათ.

რთული ეპიდვითარებაა ავსტრალიაშიც, სადაც პანდემიის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ვიქტორიას შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა, მელბურნში კი კომენდანტის საათი აამოქმედა.

პანდემიასთან ხელმეორედ გამკლავება უწევთ იაპონიასა და ჩინეთს. ერთ დღეში იაპონიაში დაფიქსირებული დღიური მაჩვენებელი 1,600-ს აღწევს. ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება ინდოეთშიც, სადაც დაავადებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 50 ათასით გაიზარდა. ინფიცირებულებს შორისაა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც.

 

დღის ამბები