ეპიდემილიოგიური ვითარების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გაახანგრძლივა.
კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კვლავ მზარდია ავსტრალიაში. პანდემიის გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ ვიქტორიას შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და მელბურნში "კომენდანტის საათი" აამოქმედა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთში. ახალი შემთხვევებიდან 33 შიდა გადაცემის შედეგია.
იაპონიაში კი, ერთ დღეში ვირუსი 1,600-მდე ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება ინდოეთშიც, სადაც დაავადებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 50 ათასით გაიზარდა. ინფიცირებულებს შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრია.
ის კლინიკაშია გადაყვანილი. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც.
მხოლოდ რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 6 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, სომხეთში კი - 209.
აზერბაიჯანში ეს მონაცემი - 279-ს, უკრაინაში 1,112-ს შეადგენს. რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი ათასამდე პაციენტს დაუდგინდა.