29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
აჭარაში სოფელ წაბლანის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დაპირებულ ბინებს ითხოვს და აცხადებს, რომ სოფელში ცხოვრება საფრთხის შემცველია

აქცია მიმდინარეობს ხულოს რაიონში - სოფელ წაბლანის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას ითხოვს.

სოფელი ეროზიულად საფრთხის შემცველია და ადგილობრივები ხელისუფლების მიერ დაპირებული ბინების დროულად გადაცემას ითხოვენ.

ამბობენ, რომ 2012 წელს მათ მშენებარე კორპუსში შესახლებას დაჰპირდნენ, თუმცა ბინები ამ დრომდე დაუსრულებელ მდგომარეობაშია და იქ ცხოვრება შეუძლებელია.

ადგილობრივების თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ და პროტესტის ნიშნად არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

დღის ამბები