29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის - არჩილ თალაკვაძე

გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს და მისივე განცხადებით, ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია გამოყენება.

"სამართალდამცავებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ამომწურავად გამოიძიონ ეს საქმეები და მისცენ პასუხისგებაში დამნაშავეები. თუ ჩვენ გვსურს, მართლწესრიგი და გვსურს დანაშაულის დონე შევამციროთ ქვეყანაში, ვებრძოლოთ მომავალშიც ასეთი ტიპის დანაშაულებს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ორივე შემთხვევაშიც მართლმსაჯულება ბოლომდე და ეფექტურად განხორციელდეს. 

მეორე მხრივ რა თქმა უნდა, ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები