29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებებში შაქარაშვილის ოჯახს ეჭვი არ ეპარება - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხებს ელოდება, რომლის საფუძველზეც დაკავებულებს გამოძიებამ ბრალი 109 მუხლით უნდა წაუყენოს.

დღეს განცხადება გააკეთა 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ. მირიან ნიკოლაძე ბრალის დამძიმების ვადად 31 აგვისტოს ასახელებს, მისი თქმით, მანამდე გამოძიება ახალ მასალებს, მათ შორის ექსპერტიზის პასუხებს მიიღებს.

როგორც მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, ოჯახს ახვლედიანის და ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებებში ეჭვი არ ეპარება.

"არც ახვლედიანს და არც ამირხანაშვილს არსებითად არაფერი შეუცვლიათ ჩვენებებში. ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი ექსპერტიზის დასკვნა. "ტოიოტა ქამრის" მგზავრებისთვის 109-ე მუხლით ბრალდების წარდგენისთვის ყველა სახის წინაპირობა იქნება, რომ კვალიფიკაცია შეიცვალოს,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, სასამართლომ 17-ივე პირი პატიმრობაში დატოვა. მომავალი სასამართლო პროცესი კი ჩანიშნულია შემდეგ კვირაში.

დღის ამბები