მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში, ხაბაროვსკში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ამ ქალაქების უმეტეს ნაწილში პუტინის წინაღმდეგ გამართული მიტინგი დაკავებებით დასრულდა.
აქციაზე თავი ათასობით ადამიანმა მოიყარა. დემონსტრანტები უკვე 4 კვირაზე მეტია ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის გათავისუფლებას ითხოვენ.
ფურგალს რუსეთში რამდენიმე მკვლელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს.