ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ივლისის ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს მე-9 გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფალავნის მეტოქე ამჯერად მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ბაშოს ბოლო დღეს გორგაძის მორიგი მოწინააღმდეგე. ქართველი სუმოისტის მთავარი მიზანი კი კიდევ ერთი მოგება იქნება, რათა ივლისის ბაშო 10 გამარჯვებით დაასრულოს.