29 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
USAID-მა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან თანამშრომლობით, ქარის ენერგიის ცენტრალური პროგნოზირების სისტემის დანერგვა დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან თანამშრომლობით, ქარის ენერგიის ცენტრალური პროგნოზირების სისტემის დანერგვა დაიწყო. დღესდღეობით ქვეყანაში ქარის მხოლოდ ერთი, ქართლის სადგური ფუნქციონირებს, რომელიც 50 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მონაცემების შეგროვება კი 6 სხვადასხვა ლოკაციიდან ხდება, სადაც 2024 წლისთვის ქარის ელექტრო-სადგურები უნდა აშენდეს.

ელექტრო-სადგურები, ქარის სიმძლავრიდან გამომდინარე სხვადასხვა ოდენობის ენერგიას გამოიმუშავებს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გამართული პროგნოზირების მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ელექტრო სისტემას, დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეინარჩუნოს ბალანსი ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებას შორის.

ქარის ენერგიის ცენტრალური პროგნოზირების სისტემის დანერგვა კავკასიის რეგიონში პირველად ხორციელდება და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების განსავითარებლად ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

 

ავტორი: სალომე გოგინაშვილი

დღის ამბები