29 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
რუსეთმა ვაქცინა უკვე შექმნა და ოქტომბერში მასობრივ ვაქცინაციას იწყებს

რუსეთი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივ ვაქცინაციას ოქტომბერში ჩაატარებს, BBC-ს ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხაილ მურაშკოს თქმით, ვაქცინას პირველად ექიმები და მასწავლებლები მიიღებენ.

"როიტერსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პირველი პოტენციურ ვაქცინას მიმდინარე თვეში დაამტკიცებენ.

ექსპერტების ნაწილს რუსეთის ჩქარი ტემპი აშფოთებს. აშშ-ის  ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი ვაქცინაციის დაწყებამდე მის ტესტირებას ჩაატარებენ.

ფაუჩიმ, აქვე, აღნიშნა, რომ აშშ-ს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს მზად.

ამჟამად, მსოფლიო მასშტაბით არაერთი ვაქცინის შემუშავება მიმდინარეობს, მათგან 20 კლინიკურ ცდას გადის.

მურაშკოს ინფორმაციით, ვაქცინა მოსკოვში მდებარე გამალეიას კვლევითმა ცენტრმა ვაქცინის კლინიკური ცდა უკვე დაასრულა.

გასულ თვეში რუსმა მეცნიერბმა განაცხადეს, კვლევით ცენტრში დამზადებული ვაქცინის შექმნა დასრულდა და შედეგები წარმატებული აღმოჩნდა.

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და კანადის უსაფრთხოების სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსულმა ჰაკერული დაჯგუფებები თავს დაესხნენ სხვადასხვა ორგანიზაციას, რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. მათი ვარაუდით, ჰაკერებმა ინფორმაცია მოიპარეს.

დღის ამბები