პორტუგალიაში სარკინიგზო ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას 2 მგზავრი ემსხვერპლა, 37 კი დაშავდა.
მატარებელი ლისაბონიდან ბრაგაში მიემგზავრებოდა, თუმცა ქალაქ სორისთან რკინიგზის ტექნიკურ მანქანას შეეჯახა. მატარებელში 240 მგზავრი იმყოფებოდა.