"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე მოსახლეობას ადგილზე შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები, უმუშევრობის უპერსპექტივობის და ფასების ზრდის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები ეს არის ქვეყანაში თითოეული ოჯახის არჩევნები თუ როგორ გაგრძელდება მათი მომავალი ცხოვრება.