29 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
აღდგება თუ არა ნიქოზი-თბილისის მატარებელი - საპროტესტო აქციას საქართველოს რკინიგზა ეხმაურება

საქართველოს რკინიგზა სოფელ ნიქოზში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც ნიქოზი-თბილისის მატარებლის აღდგენა მოითხოვეს.

უწყების ინფორმაციით საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე COVID-19 თან დაკავშირებული რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია, შესაბამისად მიმოსვლის აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება:

"პანდემიის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ 15 ივნისს მაგისტრალური მიმართულების მატარებლების მოძრაობა ახალი სარკინიგზო რეგულაციების თანახმად განაახლა. საქართველოს რკინიგზა რეისებს ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს. რაც შეეხება საგარეუბნო მატარებლებს, ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია და შესაბამისად საკმაოდ მაღალია COVID-19 -ის გავრცელების რისკი," - ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ ნიქოზის მოსახლეობამ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ნიქოზის სარკინიგზო სადგურთან აქცია გამართა.

ადგილობრივები ნიქოზი-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, მატარებლის მიმოსვლა პანდემიის დროს შეწყდა და მას მერე არ აღდგენილა. ამ სატრანსპორტო საშუალებით კი მათი ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, მათ შორის სტუდენტები და თბილისში დასაქმებულები. ასევე, მატარებლით ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩატანა დედაქალაქში, რადგან მგზავრობის საფასური 1 ლარი იყო.

დღის ამბები