29 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ანა დოლიძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს.

როგორც დოლიძე განმარტავს, მისი ამოცანაა დაამარცხოს "ქართული ოცნების" კანდიდატი - გია ვოლკსი.

ანა დოლიძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია ამ ოლქში საკუთარ კანდიდატს დააყენებს, ეს საჯარო დაპირების დარღვევა იქნება.

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას საჯარო დაპირება ჰქონდა გაცემული, რომ ის არ აპირებს ამ ოლქში დააყენოს კანდიდატი, სამწუხაროდ არსებობს მოარული ხმები, რომ შეიძლება აქ ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატი წარმოადგინოს. ეს კი, რა თქმა უნდა, იქნება საზოგადოებრივი ინტერესის საწინააღმდეგო, საჯარო დაპირების დარღვევა და ეს იქნება განმტკიცება გაგების, რომ ოპოზიციის მთავრი სურვილია შეინარჩუნოს პოლიტიკური ოლიგოპოლია,"- აცხადებს მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე. 

დღის ამბები