29 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
ჩემთვის არის სამი წითელი ხაზი: პრორუსები, სააკაშვილი და "ქართული ოცნება" - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკური მოძრაობა "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი იმ წითელ ხაზებზე საუბრობს, რომლის გადაკვეთასაც პრინციპულად არ აპირებს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისთვის სამი წითელი ხაზი არსებობს: პრორუსები, მიხეილ სააკაშვილი და "ქართული ოცნება".

"ჩემთვის არის სამი წითელი ხაზი, რამდენი დავიფიცე, ლამის ხატზე დავიფიცო. პრორუსები, სააკაშვილი და "ქართული ოცნება". მე მათთან კოალიციებს არ ვაპირებ, კოალიციების შემკვრელები ზომაზე მეტნი იქნებიან.

სკამზეც ვიყავი და ისეთ თანამდებობაზე ვიყავი არანაირი მანდატი არ მჭირდებოდა, მილიონერი შეიძლება გავმხდარიყავი შეწყალებაში. მე პარლამენტში მივდივარ სიღარიბესთან საბრძოლველად. ოქტომბრამდე ბევრი დროა და ყველაფერი გამოჩნდება, მე მჭირდება ალტერნატივა ამ ორ ძალას შორის. ასე ბედშავად რომ ვგრძნობდე თავს, საერთოდ დავიხურავდი ქუდს და წავიდოდი, სხვა რამეს გავაკეთებდი,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები