29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის პრეზენტაცია გაიმართა - ღონისძიებას მისი ყოფილი სტუდენტები დაესწრნენ

დღეს, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მისი პროფესიული მემკვიდრეობისა და დაფუძნებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის გასაგრძელებლად შეიქმნა.

ღონისძიებას მისი ყოფილი სტუდენტები დაესწრნენ.

"მისი დამსახურებაა, რომ ეს ფაკულტეტი უნივერსიტეტში შეიქმნა და მთელი ახალგაზრდა იურისტების თაობა, თავიდან ბოლომდე ლევან ალექსიძის დამსახურებაა. ეს გვარი და სახელი, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,"- აცხადებს იურისტი, უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი თინა ხიდაშელი. 

როგორც ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნა, ლევან ალექსიძემ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაში.

"ლევან ალექსიძემ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაში. მან კონსტიტუციაში ისეთი დებულებების ასახვაზე იმუშავა, რომელმაც საერთაშორისო სამართლის პრიმატი დაადგინა. მისი ყოფილი სტუდენტები დღეს იმისთვის შეიკრიბნენ, რომ მისი ღვაწლი კიდევ ერთხელ აღენიშნათ,"- განაცხადა ლევან ალექსიძის ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქეთევან ხუციშვილმა. 

დღის ამბები