ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამ დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
ობამამ თეთრი სახლის ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმის მიცემის უფლებაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
თავად ტრამპი კი ამბობს, რომ მას არ სურს არჩევნების გადადება, მაგრამ მილიონობით საფოსტო ბიულეტენი პრობლემებს გამოიწვევს.
პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნები ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები იქნება, თუ პანდემიის გამო ის ფოსტით ხმის მიცემის პრინციპით ჩატარდება.
ტრამპის ეს განცხადება დემოკრატების მსგავსად რესპუბლიკელებმაც გააკრიტიკეს.